კლიჩკომ ველოსიპედზე გადაჯდა

კლიჩკომ ველოსიპედზე გადაჯდა

კლკიევის მერმა, ვიტალი კლიჩკომ გადაწყვეტილება მიიღო, საქმეზე და სამსახურში ველოსიპედით იაროს – ამის შესახებ უკრაინის დედაქალაქის ხელმძღვანელმა “ფეისბუქის” საკუთარ გვერდზე დაწერა.
“გადავწყვიტე ქალაქის ცენტრალურ ნაწილში საქმეებზე ველოსიპედით ვიარო: უკვე რამდენიმე დღეა პედალს ვატრიალებ, არა მხოლოდ დილის ვარჯიშისას” – განაცხადა კლიჩკომ.
მისი თქმით, გადაადგილების ეს საშუალება კომფორტული და ჯანმრთელობისთვის სასარგებლოა.

კლიჩკოს ველოსიპედს ელექტრონული მოტორი აქვს – წერს Vesti.ua, რაც იმას ნიშნავს, რომ პედლების დატრიალების გარეშე მას შეუძლია 25 კმ/საათში განავითაროს.

banner
წინა სტატიაშიბელგიის სპეცსამსახურები სირიიდან ევროპაში დაბრუნებული ბოევიკების საფრთხეზე საუბრობენ
შემდეგი სტატიატექნიკური უნივერსიტეტის 1000-ზე მეტი პროფესორ-მასწავლებელი სასამართლოს მიმართავს