“კითხვები მეტი დარჩა ამ წუთისთვის”- უსუფაშვილს ე.წ. კაბელების საქმესთან დაკავშირებით კითხვები აქვს

პარლამენტის თავმჯდომარის დავით უსუფაშვილის განცხადებით, ე.წ. კაბელების საქმესთან დაკავშირებით გარკვეული კითხვები არსებობს, თუმცა უსუფაშვილი იმედს გამოთქვამს, რომ ყველა კითხვას გაეცემა პასუხი.

“კითხვები მეტი დარჩა ამ წუთისთვის, ვიდრე პასუხებია მიღებული და მგონია, რომ ამ საქმის საბოლოო სამართლებრივი და პოლიტიკური შედეგი კიდევ წინაა. ეს თემა დახურული და დასრულებული არ არის. ეს არ არის კარგი მოვლენა, მაგრამ დარწმუნებული ვარ, ყველა კითხვას გაეცემა პასუხი სამართლებრივადაც და პოლიტიკურადაც”,- განაცხადა უსუფაშვილმა.

სასამართლომ ე.წ. კაბალების საქმეზე ბრალდებულ თავდაცვის სამინისტროს 5 ყოფილ თანამშრომელს 7 წლით თავისუფლების აღკვეთა 11 მაისს მიუსაჯა.

banner
წინა სტატიაში„კახეთში მაისი სეტყვიანი სეზონია და თავდაცვის სამინისტროს ეს წინასწარ უნდა გაეთვალისწინებინა”
შემდეგი სტატია“ყველაზე უარესი ვითარება მივიღეთ” – უსუფაშვილი საარჩევნო კოდექსზე