კითხვები ძალის გადამეტებასთან დაკავშირებით, გამოძიების საკითხია” – თეა წულუკიანი პანკისის სპეცოპერაციაზე

იუსტიციის მინისტრი მამუკა ახვლედიანის განცხადებას

„ის კითხვები, რაც არსებობს ძალის გადამეტებასთან დაკავშირებით, არის გამოძიების საკითხი,” – ეს განცხადება იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა პანკისის სპეცოპერაციასთან დაკავშირებით გააკეთა.

მინისტრის განცხადებით, ამ ეტაპზე ვერცერთი მინისტრი კითხვებზე პასუხს ვერ გასცემს, სანამ გამოძიება არ დასრულდება.

„გამოძიება მიმდინარეა და აქედან გამომდინარე, ვერცერთი მინისტრი თუ სხვა პირი ვერ გეტყვით ამ კითხვებზე პასუხს, მანამდე სანამ საგამოძიებო ორგანოები არ დაასრულებენ თავიანთ სამუშაოს,“ – განაცხადა თეა წულუკიანმა.

პანკისში სპეცოპერაციისას დაჭრილი 19 წლის ახალგაზრდა ორკვირიანი კომატოზური მდგომარეობის შემდეგ დღეს საავადმყოფოში გარდაიცვალა. დაჭრილის მდგომარეობა დილის 8 საათისთვის გართულდა და მისი გადარჩენა ექიმებმა ვეღარ შეძლეს.

banner
წინა სტატიაშიუამინდობის გამო 112-ში 500-ზე მეტი შეტყობინება შევიდა
შემდეგი სტატია“სააკაშვილის ექსტრადირებაზე უკრაინამ უნდა მიღოს გადაწყვეტილება” – წულუკიანი