კიშინიოვში ათობით ათასი ადამიანი გამოვიდა აქციაზე

კიშინიოვში ათობით ათასი ადამიანი გამოვიდა აქციაზე

99კიშინოვის ცენტრალურ მოედანზე ათობით ათასი ადამიანი შეიკრიბა – ისინი მთავრობის გადადგომას და ვადამდელი არჩევნების დანიშვნას ითხოვენ.
აქცია ორგანიზებულია სოციალისტური პარტიის, “ჩვენი პარტიის” და მემარჯვენე ცენტრისტების მიერ.

მოლდოვაში პოლიტიკური კრიზისი 2015 წლის სექტემბრიდან გრძელდება. აქციების მიზეზი ე.წ. “საუკუნის ქურდობა” გახდა – ქვეყნის სამმა მსხვილმა ბანკმა მილიარდი დოლარი ოფშორულ ზონებში გადარიცხეს. 18 ოქტომბერს კორუფციის ბრალდებით მოლდოვას ყოფილი პრემიერი ვლადიმირ ფილატი დააკავეს, რომელიც ლიბერალურ-დემოკრატიულ პარტიას ხელმძღვანელობდა მმართველ კოალიციაში.

banner
წინა სტატიაშიბოუის გარდაცვალების შემდეგ მისი ახალი სიმღერები გამოვა
შემდეგი სტატიაერაყი თურქეთს ოსმალეთის იმპერიის აღდგენის მცდელობაში სდებს ბრალს