კიშინიოვის აეროპორტიდან აფხაზეთის ე.წ. საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის დეპორტაცია მოხდა

კიშინიოვის აეროპორტიდან აფხაზეთის ე.წ. საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის ოლეგ არშბას დეპორტაცია განახორციელეს. ამის შესახებ აფხაზური მედია წერს. მათივე ინფორმაციით, ოლეგ არშბა ჯერ მოლდოვას სასაზღვრო პოლიციამ დააკავა, შემდეგ კი მისი დეპორტაცია მოხდა.

როგორც აფხაზური მედია წერს, არშბა არაღიარებულ დნესტრისპირეთში აპირებდა გამგზავრებას.
აღნიშნული გააპროტესტა არაღიარებული დნესტრისპირეთის ე.წ. საგარეო უწყებამ. ისინი აღნიშნავენ, რომ დადგენილი წესების შესაბამისად შეატყობინეს მოლდოვას არშბას ვიზიტთან დაკავშირებით.

”თუმცა, მიუხედავად ამისა, აფხაზეთის წარმომადგენლის წინააღმდეგ გატარებული იქნა რეპრესიული ზომები. ეს ინციდენტი არის დადასტურება მოლდოვას მხარის სისუსტის და პოლიტიკური უმწიფრობის”, – აცხადებენ ე.წ. საგარეო უწყებაში.

banner
წინა სტატიაშივაკეში სოსო ჯოხაძე მოკლეს
შემდეგი სტატიაპუტინმა აშშ-სთან სირიის საკითხზე უახლოეს მომავალში შეთანხმების მიღწევა დააანონსა