კიოლნში კაფემ მენიუში “ერდოღან-ბურგერი” ისევ დააბრუნა

კიოლნში კაფემ Urban Burgery “ერდოღან ბურგერის” გაყიდვა განაახლა იმის მიუხედავად, რომ მისი გაყიდვის გამო, იძულებული გახდა რამდენიმე დღით მუშაობა შეეწყვიტა.

ბურგერი, რომელსაც სახელი თურქეთის პრეზიდენტის პატივსაცემად დაარქვეს, აპრილის ბოლოს გამოჩნდა მენიუში. ერდოღან-ბურგერის რეკლამაში აღნიშნავენ, რომ ის არის გემრიელი, წვნიანი და იმაზე მეტს იწონის, ვიდრე სხვა ნებისმიერი დიონერი (döner- ქაბაბი) და მორთულია თხის ყველით.
ამ სიტყვებში, არაკეთილისმსურველებმა, სატირიკოს იან ბეერმანის სიტყვები ამოიკითხეს, რომლის წინააღმდეგაც, ერდოღანზე წარმოთქმული ლექსის გამო, სისხლის სამართლის საქმეა აღძრული.
“ჩვენ ბურგერებს გავყიდით მანამდე, სანამ ამაზე მოთხოვნა იქნება, ან მანამდე, სანამ ერდორანი თავის პოლიტიკას არ შეცვლის” – განაცხადა კაფეს მეპატრონემ “ბიბისისთან” ინტერვიუში.

banner
წინა სტატიაში“ყოველ დილით, facebook-ზე დავწერ, რომ 26 მაისს, მე ვიქნები თავდაცვის მინისტრი“
შემდეგი სტატიათასების მფლობელთა თასში ”დინამოს” გამარჯვების 35 წლის იუბილეს სპეციალური ღონისძიებებით აღნიშნავენ