კიოლნში ძალადობაზე საჩივრებმა 600-სს გადააჭარბა

კიოლნში ძალადობაზე საჩივრებმა 600-სს გადააჭარბა

კიოლნში ძალადობაზე საჩივრებმა 600-სს გადააჭარბაპირველ იანვარს კიოლნში მომხდარი სექსუალური ძალადობის შესახებ საჩივრებმა დღეის მონაცემებით 600-სს გადააჭარბა.
“ის, რისი თქმას შემიძლია, არის, რომ საუბარია 600 სამართალდარღვევაზე”- განაცხადა კიოლნის მთავარმა პროკურორმა ულრიჰ ბრემენმა, ამასთანავე მან დააზუსტა, რომ საჩივრების მიღება პოლიციის განყოფილებებში არ შეწყვეტილა.
მიმდინარე მომენტში გამოძიება 12 ეჭვმიტანილზე მიმდინარეობს. აქედან 5 ჩრდილოეთ აფრიკელია, რომლებიც წინასწარი დაკავების საკანში იმყოფებიან. ისინი ბრალდებული არიან კერძო საკუთრების მოპარვაში და არა სექსუალურ ძალადობაში.

შეგახსენებთ, რომ კიოლნში დაახლოებით 1000-მა მიგრანტმა ახალი წლის ღამეს სექსუალურად იძალადა და გაქურდა ადგილობრივები და ქალაქის სტუმრები.
ანალოგიური მდგომარეობა იყო გერმანიის სხვა რამდენიმე ქალაქში, ასევე ზალცბურგსა (ავსტრია) და ციურიხში (შვეიცარია).

banner
წინა სტატიაშიკადიროვმა არასისტემური ოპოზიცია ხალხის მტრებს შეადარა
შემდეგი სტატიასაუდის არაბეთში უფლებადამცველის მეუღლე დააკავეს