კიოლნის პოლიციამ ისლამიზაციის საწინააღმდეგო მიტინგი წყლის ჭავლით დაშალა

კილნის პოლიციამ ისლამიზაციის საწინააღმდეგო მიტინგი წყლის ჭავლით დაშალა

კილნის პოლიციამ ისლამიზაციის საწინააღმდეგო მიტინგი წყლის ჭავლით დაშალაკიოლნში პოლიციამ წყლის ჭავლი გამოიყენა მომიტინგეების მიმართ, რომლებიც ისლამიზაციის წინააღმდეგ გამოდიან. მიტინგის ორგანიზატორი მოძრაობა პეგიდაა, რომელიც ცნობილია რადიკალური პოზიციებით.

სამართალდამცველებმა წყლის ჭავლი მას შემდეგ გამოიყენეს, რაც აქციის მონაწილეებმა მათ ლუდის ბოთლების სროლა დაუწყეს. სამართალდამცველებთან შეხლა-შემოხლისას ორი აქტივისტი დაშავდა.
“როიტერსის” ინფორმაციით, აქციის მონაწილეები სკანდირებდნენ “მერკელი უნდა წავიდეს”.

საპროტესტო აქცია კიოლნის მოვლენების გამო იყო ორგანიზებული.
დღეს “დოიჩე ველეს” მიერ გავრცელებული ინფორმაციით, პოლიციაში უკვე დაახლოებით 379 საჩივარია შესული.
არეულობები პირველი იანვრის ღამეს კიოლნში და გერმანიისი რამდენიმე სხვა ქალაქში მოხდა – მთვრალი და ნარკოტიკული ზემოქმედების ქვეშ მყოფმა მამაკაცებმა ქალებზე სექსუალური ძალადობა განახორციელეს და გაძარცვეს. ასევე, საუბარია იმაზე, რომ ორი გაუპატიურების შემთხვევა მოხდა.

ანგელა მერკელის თქმით, ყველა დამნაშავე იქნება ნაპოვნი და ქვეყნიდან გაძევებული.
გუშინდელი ინფორმაციით დაკავებულია 30-მდე დამნაშავე.

banner
წინა სტატიაშიპუტინი ძიუდოისტმა გოგონამ ტატამზე დააგდო (ვიდეო)
შემდეგი სტატია“დაიცავით თქვენი ქალები, არა ჩვენი დემოკრატია”