კიმი ტრამპს დაპირდა, რომ სარაკეტო გამოცდებს შეწყვეტს

აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ჩრდილოეთ კორეელმა ლიდერმა კიმ ჩენ ინმა მას პირობა მისცა, რომ ორმხრივ შეხვედრამდე სარაკეტო წვრთნებს შეწყვეტს. “ჩრდილოეთ კორეას სარაკეტო გამოცდა 2017 წლის 28 ნოემბრის შემდეგ არ გაუმართავს და პირობა დადო, რომ ჩვენს შემხედრამდე არ იზამს. მჯერა, რომ ისინი ამ პირობას შეასრულებენ” – ტრამპმა თავის “ტვიტერზე” დაწერა.

ის, რომ კიმ ჩენ ინმა დონალდ ტრამპთან შეხვედრის სურვილი გამოთქვა, რამდენიმე დღის წინ გახდა ცნობილი. შეხვედრა, სავარაუდოდ, მაისის ბოლოს გაიმართება.

banner
წინა სტატიაშიხულოში ეკლესია გაქურდეს
შემდეგი სტატიაქუთაისში ნარკორეალიზატორი დააკავეს