კიმ ჩენ ინმა პუტინს პირადი წერილი გაუგზავნა

ჩრდილოეთ კორეის ლიდერმა კიმ ჩენ ინმა რუსეთის პრეზიდენტს ვლადიმირ პუტინს პირადი გზავნილი გაუგზავნა. კონვერტი, რომელშიც წერილი იდო, რუსეთის პრეზიდენტს ჩრდილოეთ კორეის უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის თავმჯდომარემ კიმ იენ ნამმა გადასცა. “პატივი მაქვს დიდი მოწიწებით გამოგცეთ ამხანაგ კიმ ჩენ ინის მოკითხვა. ასევე, ჩემთვის დიდი პატივია, ამ შემთხვევით ვისარგებლო და პირადი გზავნილი გადმოგცეთ კორეის სახალხო დემოკრატიული რესპუბლიკის ლიდერისგან” – უთხრა კიმ იენ ნამმა რუსეთის პრეზიდენტს.
პუტინმა საპასუხოდ კიმ ჩენ ინი რუსეთში დაპატიჟა.

banner
წინა სტატიაშიაშშ “თეთრ ჩაფხუტებს” 6 მილიონ დოლარს გამოუყოფს
შემდეგი სტატიააშშ-მ ჩრდილოეთ კორეისთვის სანქციების მოხსნაზე უარი თქვა სრულ ატომურ განიარაღებამდე