კიმ ჩენ ინისა და დონალდ ტრმაპის შეხვედრის ხარჯები დაითვალეს

სინგაპურში აშშ-სა და ჩრდილოეთ კორეის შორის ორდღიანი შეხვედრის ხარჯები დაითვალეს, რომლის დროსაც დონალდ ტრამპი და კიმ ჩენ ინი ერთმანეთს შეხვდნენ. როგორც იტყობინებიან, მოლაპარაკებების ორგანიზება 15 მილიონი დოლარი დაჯდა -განაცხადა სინგაპურის პრემიერ-მინისტრმა ლი სიანლუნმა. ამის შესახებ ინფორმაციას ტელეკომპანია CNBC იტყობინება. პრემიერმა აღნიშნა, რომ მისი ქვეყანა მზად იყო მსგავსი ხარკები გაეღო, რადგანაც სამიტმა დადებითი როლი ითამაშა საერთაშორისო პოზიციაზე, ასევე, ქალაქი-სახელმწიფოს რეპუტაციაზე ის პოზიტიურად აისახა.

15 მილიონ დოლარში შედის ორი ქვეყნის ლიდერების ორდღიანი ცხოვრების ხარჯი მდიდრულ სასტუმროში Capella, რომელიც კუნძულ სენტოსში მდებარაობს, ასევე, უსაფრთხოების უზრუნველყოფა და საერთაშორისო პრეს-ცენტის შექმნა, სადაც 2,5 ათასი ჟურნალისტი შედიოდა.
სინგაპურში აშშ-სა და ჩრდილოეთ კორეის ლიდერებს შორის შეხვედრა 12 ივნისს გაიმართა.

 

banner
წინა სტატიაშიაშშ-მ ჩრდილოეთ კორეისთვის სანქციების მოხსნაზე უარი თქვა სრულ ატომურ განიარაღებამდე
შემდეგი სტატიაქობულეთში სოფელ მუხაესტატეს პოლიციის უფროსი მოკლეს