კიმ ჩენ ინი რესტორანში წავიდა

კიმ ჩენ ინს

კიმ ჩენ ინსკიმ ჩენ ინმა ფხენიანში ახლადგახსნილი რესტორანი “ტედონგანი” მოინახულა – 9 ივნისს ჩრდილოეთ კორეის სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო ავრცელებს. “რესტორანში საუკეთესო მომსახურებაა, არის სხვადასხვა დანიშნულების რამდენიმე დარბაზი” – სააგენტო წერს, რომ კიმ ჩენ ინმა რესტორანს მაღალი შეფასება მისცა. “მან დაათვალიერა საზოგადოებრივი, ოჯახური, ეროვნული კერძების დარბაზები და აღნიშნა, რომ ჩვენს მშრომელ კლასს უნდა მივცეთ იმის შანსი, რომ მათ ოჯახებთან ერთად ისადილონ” – თქვა კიმმა. სააგენტოს ცნობით, რესტორანი ჩრდილოეთკორეელმა სამხედროებმა ააშენეს. ფხენიანში ახლა ორი რესტორანი ფუნქციონირებს.

banner
წინა სტატიაშიაშშ-მ მსოფლიოში ყველაზე ძლიერი კომპიუტერი შექმნეს
შემდეგი სტატიაჯავახიშვილის ქუჩაზე საცხოვრებელი სახლის აივანი ჩამოინგრა