კიმ ჩენ ინი: აშშ უკვე ჩვენი რაკეტების მოქმედების რადიუსშია

ბალისტიკური რაკეტის ბოლო გამოცდიდან რამდენიმე დღეში, ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი ,,სიამაყით,, აცხადებს, რომ აშშ-ს მთელი ტერიტორია მისი რაკეტების მოქმედების რადიუსში ხვდება.
როგორც დასავლური მედია აცხადებს, კიმ ჩენ ინის ეს განცხადება რეალურობას მოკლებული არ არის, რადგან ბოლო გამოცდისას, კორეულმა ბალესტიკურმა რაკეტამ ,,ხვანსონგ-14,,-მა, 47 წუთის მანძილზე, დედამიწიდან ატმოსფეროს მიღმა 3724 კილომეტრი სიმაღლემდე იფრინა.
ექსპერტების განცხადებით, ფხენანს გარკვეული პრობლემების მიუხედავად შეუძლია რაკეტების სიშორე და სიზუსტე გააძლიეროს და 5-10 წელიწადში ბირთვული იარაღიც შექმნას.
აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებით, მთავარი პასუხისმგებლები, ჩრდილო კორეის სარაკეტო და ბირთვული პროგრამებისა და მსოფლიო სტაბილურობის საფრთხის გამო, არიან რუსეთი და ჩინეთი, რომელნიც ფხენიანის ეკონომიური მხარდაჭერის წყაროებს წარმოადგენენ.

banner
წინა სტატიაშიაფხაზი ბლოგერი, პედოფილიის ფაქტების გამო საზოგადოებას გამოფხიზლებისკენ მოუწოდებს
შემდეგი სტატია,,ბოკო ჰარამის,, ბოევიკებმა 70-მდე ადამიანი მოკლეს