სად ნიშნავენ მურთაზ კიკორიას და რა დანაშაულის გამო დაიბარეს პროკურატურაში?-“თაიმერმა” სკანდალური წერილი მოიპოვა

15233787_379605845713553_1000384422_oსად ნიშნავენ მურთაზ კიკორიას და რა დანაშაულის გამო დაიბარეს პროკურატურაში?-“თაიმერმა” სკანდალური წერილი მოიპოვა

საქართველოს პრეზიდენტს, პარლამენტის თავმჯდომარეს და პრემიერ-მინისტრს წერილით მიმართა „საქართველოს ბანკის“ დამფუძნებლის აწ გარდაცვლილი ელგუჯა სილაგაძის დამ დარეჯან სილაგაძემ. იგი ეხმიანება საინფორმაციო საშუალებებში გავრცელებულ ცნობას მურთაზ კიკორიას კანდიდატურის წარდგინების შესახებ ეროვნული ბანკის საბჭოს წევრის ვაკანტურ თანამდებობაზე.
დარეჯან სილაგაძის განცხადებით, მურთაზ კიკორია აქტიურად მონაწილეობდა მისი ძმის კერძო საკუთრების ძალადობრივ წართმევაში და მის წინააღმდეგ აღძრულია სისხლის სამართლის საქმე. შესაბამისად, წერილის ავტორი ქვეყნის პირველ პირებს მიმართავს თხოვნით გაითვალისწინონ ზემოაღნიშნული გარემოებები და შეაჩერონ მურთაზ კიკორიას კანდიდატურის განხილვა ეროვნული ბანკის საბჭოს წევრის ვაკანტურ თანამდებობაზე.
სააგენტო „თაიმერმა“ ექსკლუზიურად მოიპოვა წერილის ასლი.

 

15216195_10202662376716093_1814259906_o15233717_10202662381276207_495231754_o“საქართველოს პრეზიდენტს, ბატონ გიორგი მარგველაშვილს! საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს, ბატონ ირაკლი კობახიძეს! საქართველოს პრემიერ-მინისტრს, ბატონ გიორგი კვირიკაშვილს! მოქ. დარეჯან სილაგაძის (მცხ.: ქ.თბილისი, ილ. ჭავჭავაძის გამზ.,39. ბ.59, ტელ.: 599743131) გ ა ნ ც ხ ა დ ე ბ ა საინფორმაციო საშუალებებით ცნობილი გახდა, რომ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მიერ, ეროვნული ბანკის საბჭოს წევრის ვაკანტურ თანამდებობაზე დასანიშნად წარდგენილია ბ-ნი მურთაზ კიკორიას კანდიდატურა. გაცნობებთ, რომ მურთაზ კიკორია, 2004 წელს, აქტიურად მონაწილეობდა აწ გარდაცვლილი ჩემი ძმის: ს.ს. „საქართველოს ბანკის“ დამფუძნებლის, ელგუჯა სილაგაძის (და სხვ.) კერძო საკუთრების ძალადობრივად წართმევაში. (დამადასტურებელი დოკუმენტები არსებობს გამოძიების მასალებში). მაგ.: ბ-ნმა მ. კიკორიამ, იმ დროს ეროვნული ბანკის ზედამხედველობის სამსახურის უფროსმა, საკუთრების ხელყოფაზე (2004 წლის 20 ივლისის „საქართველოს ბანკის“ საბჭოს სხდომის ჩანაწერი, რომელშიც თავად მონაწილეობდა და სხვ.) შესაბამისი რეაგირება არ მოახდინა, რაც სამსახურებრივად ევალებოდა. პირიქით, ბ-ნმა მ. კიკორიამ, გარკვეული დაინტერესის გამო, ეროვნული ბანკის სახელით (რისი უფლებამოსილებაც ეროვნული ბანკის ხელმძღვანელობის წერილობითი თანხმობის გარეშე მას არ გააჩნდა!), თანხმობა მისცა მოძალადეებს აქციების წასართმევად. მ. კიკორიას უკანონო თანხმობა მოძალადეებმა, რა თქმა უნდა, გამოიყენეს ჩემი ძმის საკუთრების ძალადობრივად ხელყოფისათვის. თუმცა აქაც უხეში შეცდომები დაუშვეს: წართმეული აქციები აღმოჩნდა არა ბანკის, არამედ – დაინტერესებული პირების ხელში. (ზოგიერთი გათვლებით, ამ ოპერაციებიდან მოძალადეებმა მინიმუმ 60-70 მლნ დოლარი მიიღეს!). ბატონი მ. კიკორია, რა თქმა უნდა, ამ უკანონობაზეც დუმდა! სანაცვლოდ, კერძო ქონების მიმთვისებლებმა-მოძალადეებმა, მალე მურთაზ კიკორია გენდირექტორის მოადგილედ, შემდეგ გენდირექტორად დანიშნეს, სადაც ბოლო დრომდე მუშაობდა. ამ საქმეზე გენპროკურატურაში აღძრულია სისხლის სამართლის საქმე. ბოლო პერიოდში გამოძიების პროცესი აქტიურად განახლდა. ჩვენი ინფორმაციით, დაკითხულია და კიდევ დაიკითხება მურთაზ კიკორია. დარწმუნებულნი ვართ, მალე, სათანდო არგუმენტების საფუძველზე, დასახელდებიან ამ საქმეში მონაწილე „დამნაშავეთა ბანდა“: საზოგადოებაში ისედაც ცნობილი მოძალადეები … ვფიქრობთ, რომ მათ შორის იქნება მურთაზ კიკორიაც! ამ ფონზე შესაძლებელია მურთაზ კიკორიას „იმუნიტეტის“ მიღება უნდა, რომელიც „შვება“ იქნება სხვა მოძალადეებისათვისაც. ბუნებრივია, ჩნდება კითხვა: მ. კიკორიას და სხვ. „იმუნიტეტის“ მიღებას ხომ არ ემსახურებოდა ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ბ-ნი კობა გვენეტაძის წარდგინება? არსებული ინფორმაციით, ბ-ნი კ. გვენეტაძე ამ თანამდებობაზე დანიშვნამდე ხომ „საქართველოს ბანკის“ შვილობილ კომპანიაში მუშაობდა! (სავარაუდოდ, ბ-ნ მ. კიკორიას გენდირექტორობის პერიოდში). გთხოვთ გაითვალისწინოთ ზემოაღნიშნული გარემოებები და შეაჩეროთ ბ-ნი მურთაზ კიკორიას კანდიდატურის განხილვა საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭოს წევრის ვაკანტურ თანამდებობაზე, რათა ქვეყანაში მიმდინარე სამართლიანობის აღგენის პროცესს საფრთხე არ შეექმნას”- ნათქვამია საქართველოს პრეზიდენტის, პარლამენტის თავმჯდომარისა და პრემიერ-მინისტრის  სახელზე გაგზავნილი წერილში, რომელსაც  „საქართველოს ბანკის“ დამფუძნებლის აწ გარდაცვლილი ელგუჯა სილაგაძის და, ადვოკატი  დარეჯან სილაგაძე აწერს ხელს.

 

banner
წინა სტატიაში„უჩინ-მაჩინის ქუდი“ აზერბაიჯანულ ენაზე კვლავ ამეტყველდება
შემდეგი სტატიამსოფლიოში ყველაზე ხანდაზმულ ქალბატონს 117 წელი შეუსრულდა