თავშესაფარში გაჩენილ ხანძარს 17 მოხუცი ემსხვერპლა

13 14კიევთან ახლოს, სოფელ ლეტოჩკიში არსებულ მოხუცთა თავშესაფარს რამდენიმე საათის წინ ცეცხლი წაეკიდა – დაღუპულია 17 ადამიანი, 18 ხანდაზმულის გადარჩენა შეძლეს.
უკრაინის მთავრობის განცხადებით, მოხუცთა თავშესაფარი, სავარაუდოდ, არალეგალურად მუშაობდა, რადგანაც მისი არსებობის შესახებ არავინ არაფერი იცოდა.
საგანგებო სამსახურის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ხანძრის ჩაქრობა ნახევარ საათში გახდა შესაძლებელი.

ადგილზე 17 ადამიანის ცხედარია აღმოჩენილი. დაღუპულთა შორის ერთი პანსიონის თანამშრომელია.
აღძრულია სისხლის სამართლის საქმე.

banner
წინა სტატიაშიამერიკული არმია განაგრძობს ევროპის მარშრუტების ათვისებას
შემდეგი სტატიაიაპონიაში 7 წლის ბავშვს ეძებენ, რომელიც მშობლებმა ტყეში დატოვეს