კიევში სეპარატიზმში ბრალდებული რადას ყოფილი დეპუტატი დააკავეს

კიევში სეპარატიზმში ბრალდებული რადას ყოფილი დეპუტატი დააკავეს

11კიევის სასამართლომ რადას ყოფილი დეპუტატი ვლადიმირ მედიანიკი სეპარატიზმის ბრალდებით დააკავა -ამის შესახებ ინფორმაციას “112 უკრაინა” ავრცელებს.
მედიანიკი 4 ოქტომბრის ჩათვლით იქნება ციხეში. ყოფილი დეპუტატის ადვოკატის თქმით, მისი დაცვის ქვეშ მყოფი, ყველა ბრალდებას უარყოფს. “ამ ლოგიკით, რომელიც ბრალდების მხარეს აქვს, დასაპატიმრებელია ფრაქციის ყველა წევრი (რეგიონების პარტია – რედ). ალბათ, ამას იზამენ” – განაცხადა ადვოკატმა ევგენაი სოლოდკომ.

მედიანიკს ბრალად წაუყენეს განზრახ ქმედებები, რომელმაც უკრაინის საზღვრის შეცვლა და თვითგამოცხადებული ლუგანსკის შექმნა გამოიწვია. ის გუშინ დააპატიმრეს.

banner
წინა სტატიაშითელავის რაიონში მოკლული ნოდარ მოდებაძე ვანო მერაბიშვილის და ზურაბ ადეიშვილის საქმის ერთ-ერთი მოწმე იყო
შემდეგი სტატიაუკრაინის გენპროკურატურა იაცენიუკის და ავაკოვის დაკითხვაზე ავრცელებს ინფორმაციას