კიევში რუსეთის დიპლომატიური მისიის შენობას კვერცხები დაუშინეს

1 (1)კიევში რუსეთის საელჩოსთან მიმდინარეობს უკრაინელი მფრინავის, ნადეჟდა სავჩენკოს მხარდამჭერი აქცია. დემონსტრანტებმა შენობას კვერცხები დაუშინეს – ინფორმაციას დიპლომატიური მისია ავრცელებს.
მათივე განცხადებით, შენობას დაახლოებით 100-მა ადამიანმა შემოარტყა ალყა. უკრაინული “112” იტყობინება, რომ აქციის მონაწილეები ნადეჟდა სავჩენკოს განთავისუფლებას და რუსეთთან დიპლომატიური და ეკონომიკური ურთიერთობის შეწყვეტას ითხოვდნენ.
ადგილზე გამოიძახეს პოლიციის დამატებითი შემადგენლობა.

აქციის მონაწილეებმა შენობასთან მდგარ დიპლომატების მანქანებს ცეცხლი წაუკიდეს.

banner
წინა სტატიაშიგერმანიის ვიცე-კანცლერმა ტრამპს პირველი პოპულისტი უწოდა
შემდეგი სტატიაამერიკის შეერთებული შტატების ყოფილი პირველი ლედი ნენსი რეიგანი 2016 წლის 6 მარტს 94 წლის ასაკში გარდაიცვალა