კიევში რადას შენობასთან ოთხი ადამიანი დაშვდა

კიევში რადას შენობასთან მიმდინარე საპროტესტო აქციაზე მომხდარი დაპირისპირების დროს 4 ადამიანი დაშავდა.

ამის შესახებ ადგილობრივი მედია წერს.

აქციას ოდესის ოლქის ყოფილი გუბერნატორი მიხეილ სააკაშვილის პატია და სხვა ოპიზიციური ძალები მართავენ. ამ დროისთვის აქტივისტები პარლამენტის შენობასთან კარვებს შლიან.

აქციის ორგანიზატორებმა უკრაინის პრეზიდენტს 3 მთავარი მოთხოვნა წაუყენეს. ესენია: დეპუტატის იმუნიტეტის გაუქმება, ანტიკორუფციული სასამართლოს შექმნა და არჩევნებში მაჟორიტარული სისტემის გაუქმება.

მანამდე მიხეილ სააკაშვილმა უკრაინის პრეზიდენტის პეტრო პოროშენკოს თანამდებობიდან გადადგომა მოითხოვა. პოლიციის ცნობით, უმაღლეს რადასთან 6 ათასამდე ადამიანია თავმოყრილი.

სააკაშვილის აქციამდე რამდენიმე საათით ადრე კიევში უსაფრთხოების ზომები გაამკაცრეს.

banner
წინა სტატიაშიალეკო ელისაშვილს ნატა ფერაძე მხარს აღარ უჭერს
შემდეგი სტატიარომან გოცირიძე: ვინ მისცათ უფლება გაფიცვები აცხადონ?