კიევში ქართული წარმოშობის რუსი კანონიერი ქურდი დააკავეს

კიევის “ბორისპოლის” აეროპორტში რუსეთის მოქალაქე. ე.წ. კანონიერი ქურდი რევაზ ბუხნიკაშვილი, იგივე “პეწო”, დააკავეს. იგი რუსეთის ციხიდან ვადამდე ადრე გაანთავისუფლეს ამ ქვეყნის უშიშროების ფედერალურ სამსახურთან (ФСБ) თანამშრომლობის საფუძველზე. ამის შესახებ “ფეისბუქის” საკუთარ გვერდზე უკრაინის ეროვნული პოლიციის ხელმძღვანელის მოადგილე ვიაჩესლავ აბროსკინი წერს. “ცნობილია, რომ ბუხნიკაშვილმა, რომელსაც 22 წლით თავისუფლების აღკვეთა ჰქონდა მისჯილი, “ბონუსი” მიიღო და ციხეში მხოლოდ ორი წელი გაატარა” – წერს ძალოვანი სტრუქტურის წარმომადგენელი. მისი თქმით, დაკავებულის მისია უკრაინაში სიტუაციის დესტაბილიზაცია იყო, მათ შორის, აფეთქებების მოწყობა, მკვლელობები და სხვა.

 

[fbvideo link=”https://www.facebook.com/Vyacheslav.Abroskin/videos/1759008541058479/” width=”500″ height=”400″ onlyvideo=”1″]

banner
წინა სტატიაშიაფხაზეთში მყოფ რუს ტურისტებს სიფრთხილისკენ მოუწოდებენ
შემდეგი სტატიამაიკ პენსი: მოსკოვი ჩერნოგორიის პრემიერის მოკვლას ცდილობდა