კიევში პოლიციელებმა გამოძახების შემდეგ ბინა გაქურდეს

კიევში ორი პოლიციელი დააკავეს, რომლებმაც ბინა გაქურდეს, სადაც ისინი სიგნალიზაციის ჩართვის შემდეგ გამოცხადდნენ – უკრაინის პროკუარტურის პრეს-სამსახური ავრცელებს.
როგორც განცხადებაშია ნათქვამი, პოლიციელებმა ინტერნეტ-გამოცემის რედაქტორის სახლი გაქურდეს. პოლიციელებმა სახლში მონეტების კოლექცია იპოვეს, რომელიც არაკანონიერად მიითვისეს, შემდეგ კი მისი გაყიდვა სცადეს. ისინი მონეტების რეალიზაციის დროს დააკავეს.
სისხლის სამართლის საქმე “თანამდებობის ბოროტად გამოყენებისა და სამსახურეობრივი უფლებამოსილების გადამეტების” მუხლით აღიძრა.

banner
წინა სტატიაში“გირჩი” პარლამენტს მარიხუანას დეკრიმინალიზაციის კანონპროექტს სთავაზობს
შემდეგი სტატიატრამპის ინაუგურაციაზე პოროშენკო არ დაპატიჟეს