კიევში დაკავებული 65 კრიმინალური ავტორიტეტი გაანთავისუფლეს

65 კრიმინალური ავტორიტეტი, რომლებიც 26 ნოემბერს კიევის რესტორან ” Пуща-Водиця”-ში დააკავეს, განთავისუფლებულნი არიან. კიევის პოლიციის სამმართველოს უფროსმა ანდრეი კრიშენკომ განაცხადა, რომ ყველა დაკავებულმა გაიარა სრული შემოწმება.

“გამომდინარე იქიდან, რომ ამდაგვარ შეხვედრებზე ხშირად არის ჩხუბი და სროლა, მათი დაკავება პროფილაქტიკური ხასიათის იყო…ამჟამად, არცერთი მათგანი არ არის ძებნაში და, შესაბამისად, ყველანი გაანთავისუფლეს”, – აღნიშნა ანდრეი კრიშენკომ.
შეგახსენებთ, 26 ნოემბერს კიევის სამართალდამცავებმა რესტორან ” Пуща-Водиця”-ში 60-ზე მეტი კრიმინალური ავტორიტეტი დააკავეს. ოპერატიული ინფორმაციის თანახმად, დაკავებულები ცდილობდნენ გავლენა მოეხდინათ კრიმინალურ სამყაროზე კიევის და ქვეყნის მასშტაბით.

banner
წინა სტატიაში ჰარირი ლიბანის პრემიერის სავარძელს დაუბრუნდა
შემდეგი სტატიაკონჩიტა რუსეთში სახლის ყიდვას აპირებს