კიევში ცნობილი ჟურნალისტის პაველ შერემეტის ავტომანქანა ააფეთქეს

კიევში ცნობილი ჟურნალისტი პაველ შერემეტი დაიღუპა. ინფორმაციას ამის შესახებ ადგილობრივი მედია ავრცელებს.

არსებული მონაცემებით, ავტომობილი, რომელშიც „Украинская Правда“-ს თანამშრომელი პაველ შერემეტი იმყოფებოდა, კიევის ცენტრში აფეთქდა.
პოლიციაში ფაქტი დაადასტურეს, თუმცა დაღუპულის ვინაობა არ დაუსახელებიათ. სამართალდამცავების ინფორმაციით, აფეთქება სავარაუდოდ, ასაფეთქებელმა მოწყობილობამ გამოიწვია.

banner
წინა სტატიაშირესპუბლიკურმა პარტიამ დონალდ ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტობის კანდიდატად ოფიციალურად წარადგინა
შემდეგი სტატიახატია დეკანოიძე : ჟურნალისტის მკვლელობის გამოძიება ჩემთვის ღირსების საკითხია