კიევში აფეთქება მოხდა

კიევში აფეთქება მოხდა. ინციდენტი კრასნოვის ქუჩაზე მოხდა. უკრაინული მედიის ცნობით, აფეთქდა ავტომობილი. გარდაცვლილებისა და დაშავებულების შესახებ ინფორმაცია არ გავრცელებულა.

ამჟამად ადგილზე სპეციალისტები მუშაობენ, რომლებიც აფეთქების მიზეზის დადგენას ცდილობენ. ტერიტორია სამართალდამცველებს აქვთ დაკეტილი. თვითმხილველთა ინფორმაციით, აფეთქების დროს ადგილზე სამი მამაკაცი იმყოფებოდა, რომლებიც შემთხვევის ადგილიდან თეთრი მანქანით მიიმალნენ. მათ დასაკავებლად სპეცოპერაცია მიმდინარეობს. თუმცა უცნობია, არიან თუ არა ისინი აფეთქებასთან კავშირში.

banner
წინა სტატიაშიმიხეილ მაჭავარიანი: ეს არის ერთმანეთის ჯიბრი, მთავრობას, პრეზიდენტსა და რეალურ მმართველს შორის
შემდეგი სტატიადავით ბერძენიშვილი პრეზიდენტის გადაწყვეტილებას არაადეკვატურს უწოდებს