კიევში 20 მომოტინგე და ათი პოლიციელია დაშავებული

მიხეილ სააკაშვილის მომხრეთა მიერ ოქტომბრის სასახლის შტურმით აღების მცდელობისას, დღეს, კიევში 30-მდე ადამიანი დაშავდა – ამის შესახებ განცხადებას წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტი აკეთებს. “დაშავებულია დაახლოებით 30 ადამიანი. ძირითადად, გაზით” – თქვა ორგანიზაციის ექიმმა. მან დააზუსტა, რომ დაშავებულთა შორის 20 მომიტინგეა და 10 სამართალდამცველი.
შეგახსენებთ, რომ პარტია “Руху нових сил”-ის ლიდერმა, მიხეილ სააკაშვილმა, მარშის დროს მომხრეებს ოქტომბრის სასახლეში შტაბის გახსნისკენ მოუწოდა და განაცხადა, რომ კოლონას თვითონ გაუძღვებოდა წინ. სააკაშვილის მომხრეების სასახლისკენ დაძვრის მომენტში, იქ ჯაზ-კონცერტი მიმდინარეობდა.

banner
წინა სტატიაშიპოროშენკოსთან მოვილაპარაკებ მხოლოდ ერთ რამეზე – გადადგომაზე – მიხეილ სააკაშვილი
შემდეგი სტატიააქცია კიევის ცენტრში დასრულებულია (ფოტოები)