კიევში Вести-ს რედაქციაში ძალოვნები შეიჭრნენ

კიევში ბიზნეს ცენტრ „გულივერში“, სადაც Вести -ს გაზეთის, საიტის და რადიოს რედაქციებია, ეროვნული პოლიციისა და სამხედრო პროკურატურის თანამშრომლები შევიდნენ.

ამის შესახებ Вести -ს მთავარმა რედაქტორმა ოქსანა ომელჩენკომ facebook გვერდზე დაწერა.

„დაიწყო! დილის 6 საათისთვის „გულივერს“ ალყა შემოარტყეს, „სასიამოვნო“ ადამიანები ამოდიან. რადიოდან კოლეგები გვამცნობენ, რომ ისეთი ხმაურია, გეგონება ყველაფერს ამტვრევენ. საიტზე ონლაინ ტრანსლირებას დავიწყებთ. სწორედ დღეს ვამზადებდით გასაშვებად ეროვნულ სააგენტოსა და მის მეგობრებთან დაკავშირებული მასალის მეორე ნაწილს“,- დაწერა ომელჩენკომ.

მისი თქმით, ჰოლდინგის ადვოკატები გააძევეს.

banner
წინა სტატიაშითეონა ჭალიძე: მოვითხოვთ შემოწმდეს ყველა ბაღი და ყველა ის მიმწოდებელი ქვეკონტრაქტორი, რომელიც შპს ნილს აწვდის ბაღებში შესატან პროდუქტს
შემდეგი სტატიაქუთაისის სასამართლოში 2016 წელს მომხდარი ავარიის საქმის განხილვა მიმდინარეობს, რაზეც ბრალი მორაგბე მერაბ კვირიკაშვილს აქვს წარდგენილი