კიევის რაიონულმა სასამართლომ რუსეთის მოქალქეები ევგენია ეროფეევა და ალექსანდრა ალექსანდროვა, რომელბიც 2015 წელს დააკავეს, ტერორიზმში, “აგრესიულ ომში” და ქმედებებში, რომელმაც ადამიანის სიკვდილი გამოიწვია, ბრალდებულად ცნო – “ბიბისი” წერს.
15 აპრილს უკრაინის პროკურატურამ დაკავებულებისთვის 15 წლით თავისუფლების აღკვეთა მოითხოვა. უკრაინული მხარე ასევე თვლის, რომ რუსეთის მოქალაქეებმა სასჯელი უკრაინაში უნდა მოიხადონ.
კიევის მტკიცებით, ბრალდებულები რუსეთის დაზვერვის სამსახურის თანამშრომლები არიან.