კიევის საოლქო საბჭო პოროშენკოს იმპიჩმენტს ითხოვს

ბრიტანეთის საგარეო სს: რუსეთმა ყირიმი უნდა დააბრუნოსუკრაინული მედიის ცნობით, კიევის საოლქო საბჭოს 84 დეპუტატიდან 57-მა მხარი დაუჭირა რეზოლუციას, რომლის მიხედვითაც საოლქო ორგანო უკრაინის პარლამენტისაგან პრეზიდენტ პეტრ პოროშენკოს გადაყენებას ითხოვს.
გავრცელებული ინფორმაციით, საოლქო საბჭოს დეპუტატები თვლიან, რომ ქვეყნის ხელისუფლების და პრეზიდენტის ავტორიტეტი ნულს უტოლდება, რადგან ქვეყანა, ყველაზე სახიფათო და კრიმინალური ქვეყნების ათეულში შევიდა.
,,ეს არის ერთადერთი საშუალება, რათა პრეზიდენტს კონსტიტუციური პასუხისმგებლობა დავაკისროთ, რადგან მისი მოქმედებები ეკონომიკურ და სამხედრო სფეროში შეცავს დანაშაულის ნიშნებს საკუთარი ხალხისა და ქვეყნის სუვერენიტეტისა წინაშე,, ნათქვამია პარლამენტისადმი მიმართვაში.
აღსანიშნავია, რომ კიევის საოლქო საბჭოს მიმართვას უკრაინის რადაში უკვე გამოუჩნდა მხარდამჭერები, იულია ტიმოშენკოს პარტია ,,ბატკივშინას,, სახით.

banner
წინა სტატიაშითბილისის პოლიციის დეპარტამენტის ისანი-სამგორის სამმართველოს მე-7 განყოფილების უფროსი დაკავებული თანამდებობიდან გათავისუფლებულია
შემდეგი სტატიათენგიზ გუნავა: ოცნების ხელისუფლებამ კონსტიტუცია ივანიშვილის ნებასურვილს მოარგო