კიევის რესტორანში 60-ზე მეტი კრიმინალური ავტორიტეტი დააკავეს

26 ნოემბერს კიევის სამართალდამცავებმა რესტორან ” Пуща-Водиця”-ში 60-ზე მეტი კრიმინალური ავტორიტეტი დააკავეს. ამის შესახებ იტყობინება უკრაინის ეროვნული პოლიციის პრესსამსახური.
ოპერატიული ინფორმაციის თანახმად, დაკავებულები ცდილობდნენ გავლენა მოეხდინათ კრიმინალურ სამყაროზე კიევის და ქვეყნის მასშტაბით.
სამართალდამცევებმა დააგიენს დაკავებულ ადამიანთა პირადი მონაცემები.
“უმეტესობას გააჩნია კრიმინალური წარსული, სასჯელს სხვადასხვა დანაშაულისთვის იხდიდნენ სასჯელაღსრულების დაწასებულებებში. უფრო დეტალური შემოწმების მიზნით ისინი პოლიციის სამმართველოში გადაიყვენს. შემოწმების ადგილზე სამართალდამცავებმა აღმოაჩინეს ცეცხლსასროლი იარაღის რამდენიმე ერთეული. გამოძიების დამთავრების ჩატარების შემდეგ დაკავების ფაქტს სამართლებრივი კვალიფიკაცია მიეცემა”,- განაცხადა კიევის პოლიციის სამმართველოს უფროსმა ანდრეი კრიშენკომ.

banner
წინა სტატიაში“რუსთავი 2”-მა გაბრიელ სალოსის ქუჩაზე ჩატარებული სპეცოპერაციის ამსახველი ექსკლუზიური ფოტოები გაავრცელა
შემდეგი სტატიასოხუმის რეჟიმის დელეგაცია ვიზიტით იტალიაში იმყოფება