უკრაინის დედაქალაქში ათამდე ქართველი “კანონიერი ქურდი” იმყოფება, რომლებიც კრიმინოგენურ სიტუაციაზე ახდენენ გავლენას. ამის შესახებ განაცხადა კიევის ეროვნული პოლიციის უფროსმა ანდრეი კრიშენკომ გამოცემა «Цензор.НЕТ»-თვის მიცემულ ინტერვიუში.
მისი თქმით, სამართალდამცავები პერიოდულად აძევებენ მათ ქვეყნიდან, თუმცა ზოგიერთები კვლავ უკან ბრუნდებიან.
ანდრეი კრიშენკომ აღნიშნა, რომ აუცილებელოია უკრაინაში შემოსვლის მკაცრი რეგულაცია.