კიევის პოლიციამ ქვეყნიდან ე.წ. კანონიერი ქურდი გიორგი მოდებაძე გააძევა

კიევის პოლიციამ ქვეყნიდან ე.წ. კანონიერი ქურდი გიორგი მოდებაძე, ზედმეტსახელად „გეგა ოზურგეტსკი” გააძევა. მას ქვეყანაში შესვლა სამი წლით აეკრძალა.
კიევის პოლიციის ცნობით, ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე, 42 წლის გიორგი მოდებაძე კიევში, გლუშკოვის პროსპექტზე დააკავეს. ის საბერძნეთში ცხოვრობდა, სადაც „კანონიერ ქურდი“ გახდა. 2017 წელს უკრაინაში ჩავიდა, თავდაპირველად ოდესის ოლქში ცხოვრობდა, შემდეგ კი კიევში.

უკრაინის მოქალაქის პასპორტი მასზე 2013 წელს ქალაქ ლუგანსკში გასცეს.

banner
წინა სტატიაშიბუნებრივი აირით 7 ადამიანი მოიწამლა
შემდეგი სტატიალომთათიძის ქუჩაზე მკვლელობის ბრალდებით კიდევ ერთი პირი დააკავეს