კიევის მერიში საჩივრები შედის მოქალაქეებისგან, რომლებიც უკმაყოფილონი არიან გრუშევსკის ქუჩის ნაწილის მომიტინგეთა მიერ გადაკეტვით და იქ კარვების გაშლით. ამის შესახებ განაცხადა კიევის საქალაქო საბჭოს მდივანმა ვლადიმერ პროკოპივმა.
“რაც შეეხება საპროტესტო აქციას, ჩვენ პატივს ვცემთ ადამიანთა უფლებას სიტყვის თავისუფლების შესახებ, თუმცა აქციის ორგანიზატორებმაც პატივი უნდა სცენ მოქალაქეების ინტერესებს, რომ მათ ქალაქში უსაფრთხო გადაადგილება შესძლონ. მე პირადად ვიყავი გრუშევსკის ქუჩაზე. არავითარი აუცილებლობა ქუჩის გადაკეტვისა იქ არ იყო, კარვები ცარიელია…ეს კრიტიკულად მოქმედებს ქალაქის სატრანსპორტო ინფრასტრუქტურაზე, რის გამოც ცენტრის მიმართულებით მოძრაობა პრაქტიკულად შეუძლებელია. ჩვენ მზად ვართ დავიწყოთ მოლაპარაკება აქციის ორგანიზატორებთან კარვების აღების თაობაზე”, – თქვა კიევის საქალაქო საბჭოს მდივანმა.