კიევის განცახდებით ყირიმში მილიონი რუსი ჩაასახლეს

რუსეთმა ყირიმში საიდუმლოდ მილიონი ადამიანი ჩაასახლა რუსეთის ტერიტორიებიდან – ამის შესახებ უკრაინის უმაღლესი რადას დეპუტატმა მუსტაფა ჯემილევმა განაცხადა.
“მონაცემები იმის შესახებ, თუ რამდენი ადამიანია ჩასახლებული, საგულდაგულოდ იმალება. პროცესში იყო შეტყობინებები იმის შესახებ, რომ ყირიმის ტერიტორიაზე 250 ათასი რუსულენოვანი მოსახლეობა ჩასახლდა, გარდა ამისა ჯერ კიდევ 2014 წელს გავრცელდა 15 ათას ოფისის მუშაკებზე, რომლებიც მათ (რუსებმა) ჩამოიყვანეს. სხვადასხვა შეფასებებით, 850 ათასიდან მილიონამდე რუსია ჩასახლებული” – განაცხადა ჯემილევმა.

ყირიმის ანექსია რუსეთმა 2014 წლის მარტში განახორციელა.

banner
წინა სტატიაშიტრამპი: კიმთან სამიტი შესაძლებელია 12 ივნისს შედგეს
შემდეგი სტატიარუსეთში ფეხბურთის მსოფლიო ჩემპიონატზე ოფიციალურ ჰიმნს უილ სმიტი შეასრულებს