კიევის ცენტრში ადვოკატი მოკლეს

კიევში, დნეპრის რაიონში ადვოკატი დაცხრილეს – “112 უკრაინა” ავრცელებს ეროვნული პოლიციის პრეს-სამსახურზე დაყრდნობით.
მკვლელობა წუხელ მოხდა. გამვლელებმა, რომლებმაც მკვდარი მამაკაცი შენიშნეს, პოლიცია გამოიძახეს. წინასწარი მონაცემებით, მსხვერპლს ტყვია უკნიდან აქვს მოხვედრილი. ადვოკატი პოლიციის მოსვლის მომენტში ჯერ კიდევ ცოცხალი იყო, მაგრამ საავადმყოფოში გარდაიცვალა. 46 წლის მამაკაცი სამსახურიდან სახლში ბრუნდებოდა.

აღძრულია სისხლის სამართლის საქმე.

banner
წინა სტატიაშიუფროსი მასწავლებლის სტატუსი-საკითხს მთავრობის სხდომაზე განიხილავენ
შემდეგი სტატიათურქეთის პარლამენტმა საპრეზიდენტო მმართველობის ფორმის შესწორებების პაკეტი მიიღო