კიევი მოსკოვში დაკავებული უკრაინელი ჟურნალისტის დაუყოვნებლივ განთავისუფლებას მოითხოვს

99უმაღლესი რადას თავმჯდომარის მოადგილემ ირინა გერაშენკომ კიევის სახელით უკრაინელი ჟურნალისტის რომან სუშენკოს დაუყოვნებლივ განთავისუფლება მოითხოვა, რომელიც მოსკოვში ჯაშუშობის ბრალდებით დააკავეს.
“შოკში ვართ უკრაინელი ჟურნალისტის რომან სუშენკოს რუსეთის ფედერაციაში დაკავების გამო” – განაცხადა ვიცე -სპიკერმა.
ჟურნალისტის დაკავების შესახებ ინფორმაცია რუსეთის უშიშროების სამსახურმა დღეს გაავრცელა. მათი ცნობით, ჟურნალისტი რუსეთის შეიარაღებულ ძალებზე საიდუმლო მასალებს აგროვებდა.

banner
წინა სტატიაშინიკა გვარამია აცხადებს, რომ მამუკა ახვლედიანთან საუბარი თავად ჩაწერა
შემდეგი სტატიანიკა გვარამია: ჩვენ მზად ვიყავით, ფინანსური გარანტიები მიგვეცა მამუკა ახვლედიანისთვის