კიდევ რომელ დედაქალაქებს ემუქრება ,,ისლამური სახელმწიფო,, სისხლის გუბეებით…?

ტერორისტული ორგანიზაცია ,,ისლამური სახელმწიფო,, კიდევ რამდენიმე სახელმწიფოს დედაქალაქს სისხლის გუბეების დაყენებით ემუქრება…

ლონდონი, რომი, ვაშინგტონი და მოსკოვი... ეს ის დედაქალაქებია, რომლებსაც ბეირუთისა და პარიზის შემდგომ ისლამისტები სისხლისღვრით ემუქრებიან. ინტერნეტში, სოციალურ ქსელ ,,ტვიტერში,, ისლამისტების მიერ გავრცელებული ინფორმაციით, სწორედ ეს დედაქალაქები იქნებიან ტერორისტთა შემდგომი სამიზნეები.

,,ჩვენ დავფარავთ ევროპას დამღუპველი ომით. მსოფლიო მალე შეზანზარდება,, აცხადებენ ტერორისტები.

შეგახსენებთ, რომ ბოლო 3 დღის განმავლობაში ბეირუთსა და პარიზში ,,ისლამური სახელმწიფოს,, მიერ განხორციელებული ტერაქტებით, შესაბამისად 43 და 153 ადამიანია დაღუპული და ასეულობით დაჭრილი.

www.timer.ge

 

banner
წინა სტატიაშიმაშველებმა მდინარე ყვირილაში ჩარჩენილი ავტომობილები და მათი მგზავრები გამოიყვანეს
შემდეგი სტატიაერთ-ერთი ტერორისტი პარიზში საბერძნეთიდან ჩავიდა