კიდევ ერთი სკანდალი:150 ლარად გასხვისებული სნო-რა შუაშია საპატრიარქო

სამაუწყებლო კომპანია “რუსთავი2” სავარაუდოდ დეკანოზ გიორგი მამალაძის მიერ საქართველოს პატრიარქისთვის მიწერილ სკანდალური წერილს აქვეყნებს. წერილში დეკანოზი პატრიარქის თხოვნითვე საპატრიარქოს ფინანსური დოკუმენტების შესწავლის დეტალებზე სწერს.

წერილის ავთენტურობა ჯერ დადასტურებული არ არის, თუმცა დოკუმენტიდან ირკვევა, რომ ამჟამად დაკავებულმა მამა გიორგი მამალაძემ შესაძლოა პატრიარქს იმ პრობლემების შესახებ მისწერა, რომლებიც საპატრიარქოს შიგნით და მის გარეთ ვითარდებოდა. წერილში საუბარია საპატრიარქოსა და ხელისუფლების წარმომადგენლებს შორის კორუფციულ გარიგებებზე და არაკეთილსინდისიერ ქმედებებზე.

“ყურადღება მინდა გავამახვილო საკითხზე, რომელიც ეხება სასოფლო-სამეურნეო მიწებს, რომელიც ეკლესიის მფლობელობაშია იურიდიულად, მაგრამ დატაცებულია. დღეის მდგომარეობით კი სახელმწიფოსგან გამოთხოვადი 3000 საკითხი შეჩერებულია. უნდა აღინიშნოს, რომ დღეის მდგომარეობით საკუთრებაში არსებული ათასობით ჰექტარი მიწა გასხვისებულია ბუნდოვანი გარიგებების საფუძველზე, რომლითაც საპატრიარქოს ოფიციალური სარგებელი არ აქვს. სამწუხაროდ იკვეთება კერძო პირების სარგებელი.

მაგ.: თბილისის #1 პოლიკლინიკის შენობა, კარდიოლოგიური კლინიკის შენობა, ყაზბეგის სასტუმრო ROOMS-ის შენობა, არამიანცის თერაპიული კორპუსი დღემდე საპატრიარქოს საკუთრებად ითვლება, მაგრამ მასში განთავსებული კერძო კლინიკა, რომლისგანაც საპატრიარქო არანაირ სარგებელს ღებულობს,”-ნათქვამია წერილში.

მამა გიორგი მამალაძე ასევე სნოს წყალზეც საუბრობს, რომელის წილიც მისი ინფორმაციით, საპატრიარქოს მიერ 150 ლარად გასხვისდა, მაშინ როდესაც 25 მილიონად იყო შეფასებული.

banner
წინა სტატიაშისკანდალური წერილი, რომელიც სავარაუდოდ დეკანოზმა გიორგი მამალაძემ პატრიარქს რამდენიმე თვის წინ მისწერა
შემდეგი სტატიასაქართველოს საპატრიარქოს ქონებასთან დაკავშრებით, ასევე, იყო მუქარა ჩემს მიმართ