კიდე ერთი საკადრო გადაწყვეტილება საბავშვო ბაღებში

კიდე ერთი საკადრო გადაწყვეტილება საბავშვო ბაღებში. ამჯერად პოსტი 115-ე სკოლამდელი დაწესებულების დირექტორს დაატპოვებინეს. გათავისუფლების ოფიციალური მიზეზი ამ შემთხვევაშიც მერიის შიდა აუდიტის სამსახურის მიერ მომზადებული დასკვნა და თანხის არამიზნობრივი ხარჯვაა, თუმცა ამ მიზეზს არ ეთანხმებიან მშობლები და ამბობენ, რომ გადაწყვეტილებას პოლიტიკური სარჩული აქვს.

“რის საფუძველზე მოხსნა ქალბატონი ნინო გვაინტერესებს, გამოვიდეს და გამჭვირვალედ გვიპასუხოს. ის იყო მოსული ჩვენთან ბაღში შეგვხვდა დადებითად დაახასიათა ქალბატონი ნინო, 9 წელია ქალბატონი ნინო არის ჩვენი ბაღის დირექტორი, არანაირი დარღვევა, ამ ქალმა ძალიან ბევრი იბრძოლა რომ ეს ბაღი ყოფილიყო ასეთ კარგ პირობებში“ – განაცხადა ერთ-ერთმა მშობელმა მაკა ჩემიამ.

banner
წინა სტატიაშიმიხეილ მაჭავარიანი: გვინდა, ჩვენთან ერთად ბრძოლაში სანდრა რულოვსიც ჩაერთოს
შემდეგი სტატიაშოთა მალაშხია: „რესპუბლიკელები“ და პარტია „ქართული ოცნება“ კარგა ხანს იჭიდავებენ