“კიბერუსაფრთხოებას მნიშვნელოვანი ყურადღება უნდა მიექცეს”- ჯეიმს აპატურაი

ბათუმში მიმდინარე თავდაცვისა და უსაფრთხოების კონფერენციას ნატო-ს გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენელი კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში ჯეიმს აპატურაიც ესწრება. სიტყვით გამოსვლის დროს აპატურაიმ ყურადღება გაამახვილა ალიანსის მეზობლების და პარტნიორი ქვეყნების სტაბილურობაზე. აპატურაის თქმით მნშვნელოვანი ყურადღება უნდა მიექცეს კიბერუსაფრთხოებას:
„მნიშვნელოვანია იმის გახსენება, რომ ჩვენს უკან ბევრი გაკეთებული საქმეა, მთავარი კონტრიბუცია რა თქმა უნდა მოდის ჩვენი პარტნიორებისგან. ჩვენ უნდა გავაგრძელოთ მუშაობა ჩვენს პარტნიორებთან, რომლებიც ჩვენი სტანდარტების შესაბამისად მოქმედებენ. გაცილებით უსაფრთხოდ ვიქნებით თუკი ჩვენი მეზობლები თავს სტაბილურად იგრძნობენ . რაც შეეხება საქართველოს ის ასპირანტი ქვეყანაა და ჩვენი მნიშვნელოვანი პარტნიორია. ჩვენ ვაწესებთ სტანდარტებს არა მხოლოდ თქვენი შეიარაღებული ძალებითვის, არამედ ყველა ინსტიტუციური პროგრამისთვის და ინფრასტრუქტურული პროექტისთვის. ახლა კი მთავარი კომპონენტი კიბერუსაფრთხოებაა, რომელსაც მნიშვნელოვანი ყურადღება უნდა მიექცეს“- განაცხადა ჯეიმს აპატურაიმ.

banner
წინა სტატიაშისალომე სამადაშვილი : საკონსტიტუციო ცვლილებებზე პრეზიდენტის ვეტოს სულისკვეთებას და შინაარსს სრულიად ვიზიარებთ
შემდეგი სტატიააფგან მუხთარლის ოჯახი გერმანიაშია – ადვოკატი