კიბერთავდასხმა სამოქალაქო ავიაციის ადმინისტრაციის სერვერზე – წაშლილია მონაცემთა მთელი ბაზა

კიბერთავდასხმა სამოქალაქო ავიაციის ადმინისტრაციის სერვერზე. კურიერის ინფორმაციით, წაშლილია მონაცემთა მთელი ბაზა. ამ დროისათვის ბლოკირებულია სამოქალაქო ავიაციის ადმინისტრაციის ვებგვერდი და ის ინტერნეტ სივრცეში ხელმისაწვდომი არ არის.
კიბერთავდასხმის შესახებ სამოქალაქო ავიაციის ადმინისტრაციაში ამ დრომდე კომენტარს არ აკეთებენ, თუმცა სატელეფონო საუბარში ადასტურებენ რომ მათ მონაცემთა ბაზებს პრობლემები აქვს.
„კურიერის“ კითხვაზე შეექმნება თუ არა ფრენებს პრობლემები მონაცემთა ბაზების წაშლის გამო, სააგენტოში გვიპასუხეს, რომ ყველაფერი გააკეთეს, რომ ავიარეისები შეუფერხებლად შესრულებულიყო.
შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ მოკვლევა კიბერთავდასხმასთანდაკავშირებით უკვე დაიწყო.

banner
წინა სტატიაშიქურდობა გურჯაანის მუნიციპალიტეტში – სოფელ შაშიანში “tbc pay”- ის აპარატი გატეხეს
შემდეგი სტატიაპრეზერვატივების საქმეზე საქალაქო სასამართლომ “აიისა”-ს დირექტორი სამართალდამრღვევად ცნო