ხვიჩა ჟიშკარიანი: სენაკში არჩევნების გასაყალბებლად ემზადებიან

ხვიჩა ჟიშკარიანი: სენაკში არჩევნების გასაყალბებად ემზადებიან

პარტია “ალასანია თავისუფალი დემოკრატების” მაჟორიტარობის კანდიდატი სენაკში ხვიჩა ჟიშკარიანი სკანდალურ ინფორმაციას ავრცელებს:

ჟისჰაკრიანი

კერძოდ, სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორის მოადგილის, „ ქართული ოცნების“ სენაკის ორგანიზაციის თავმჯდომარის და საარჩევნო შტაბის უფროსის კახა რუსიას შვილის მეუღლე თამარ კვარაცხელია, რომელსაც არანაირი საარჩევნო გამოცდილება არ გააჩნია, არჩეულ იქნა N 2 სს კომისიის წევრად, ხოლო N 11 სს კომისიაში აირჩიეს მისი რძლის დედა ნატო საჯაია, რომელიც ამავე დროს გამგეობის აიპ-ის თანამშრომელია. გარდა ამისა, N 24 სს კომისიაში არჩეულ იქნა მისი თანაკლასელი დარეჯან თოლორდავა-პიჭუტავა, რომელიც მოიაზრება კომისიის თავმჯდომარედ.
სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის ჯუმბერ ლაშქარავას მეუღლე მაია ჯღამაძე, რომელსაც საარჩევნო გამოცდილება არ გააჩნია, აირჩა N 14 სს კომისიის წევრად.
სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის უფროსის ვეფხვია რუსიას მეუღლე ირინე სამინავა არჩეულ იქნა N 1 სს კომისიის წევრად. ის ხელმძღვანელობს სოციალურ პროექტ „ სამედიცინო კომპლექსური მომსახურება+მედიკაენტები“-ს , რომელიც ფინანსდება ბიუჯეტიდან და მომსახურებას უწევს მოსახლეობას, რასაც იყენებს წმინდა საარჩევნო მიზნებისათვის. გარდა ამისა, N 2 სს კომისიის წევრად აირჩიეს მისი ცოლის ძმა ირაკლი სამინავა. არცერთ მათგანს საარჩევნო გამოცდილება არ გააჩნია.
სენაკის მუნიციპალიტეტის გამგეობის განათლების განყოფილების უფროსის, „ ოცნების“ შტაბის წევრის ირმა კუპრეიშვილის შვილის მეუღლე თამარ ნაცვლიშვილი, რომელსაც საარჩევნო გამოცდილება არ გააჩნია, არჩეულ იქნა N 3 სს კომისიის წევრად, მისი მეუღლე კი ანრი ფიჩხაია გამგეობის აიპ-ის თანამშრომელია. აგრეთვე, N 21 სს კომისიაში აირჩიეს ირმა კუპრეიშვილის ბიძაშვილი მარინა კუპრეიშილი, რომელსაც საარჩევნო გამოცდილება არ გააჩნია.
N 15 სს კომისიაში არჩეულ იქნა სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თანამშრომელი, „ოცნების“ შტაბის წევრი დავით გელოზია, ხოლო მისი მეუღლე ნარგიზა ხუხია-გელოზია, რომელსაც საარჩევნო გამოცდილება არ გააჩნია, აირჩიეს N 17 სს კომისიაში წევრად.
გარდა ამისა, „ოცნების“ შტაბის წევრის პაატა ნინუას მეუღლე ია ვახანია, რომელსაც საარჩევნო გამოცდილება არ გააჩნია, არჩეულ იქნა N 25 სს კომისიის წევრად, ხოლო მისი მეუღლის მამიდა დარეჯან ვახანია N 4 სს კომისიაში წევრად.
N 21 სს კომისიაში წევრად აირჩიეს ახალსოფლის თემში გამგეობის რწმუნებულის რიმა ბოჯგუას ბიძაშვილი ფატიმა ბოჯგუა, რომელიც მოიაზრება კომისიის თავმჯდომარედ.
N 20 სს კომისიაში არჩეულ იქნა ნინო ქათამაძე, რომელიც წლების განმავლობაში იყო სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორის მოადგილის , „ქართული ოცნების“ სენაკის ოგანიზაციის თავმჯდომარის და შტაბის უფროსის კახა რუსიას მფლობელობაში არსებული ღვინის ქარხნის ბუღალტერი, სადაც დირექტორი იყო ამჟამად სენაკის N 64 საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე ცოტნე შუშანია. ქათამაძე მოიაზრება კომისიის თავმჯდომარედ.
N 31 სს კომისიაში აირჩიეს სენაკის მუნიციპალიტეტის გამგეობის სპეციალისტი ნოქალაქევის თემში გელა ზარქუა, რომელიც მოიაზრება კომისიის თავმჯდომარედ. ჩვენი ინფორმაციით იგი აღრიცხვაზეა აყვანილი ფსიქონევროლოგიურ დისპანსერში.
“აღსანიშნავია ის გარემოება, რომ ზოგი სს კომისიის შემადგენლობას აკომპლექტებენ კონკრეტული პიროვნებები , რომლებიც არიან „ ოცნების“ აქტივისტები”-აღნიშნულია არასამთავრობო ორგანიზაციების დაკვირვებებში.
ასე მაგალითად, N 10 სს კომისიის შემადგენლობა შერჩეულია სენაკის N 3 საჯარო სკოლის დირექტორის მარინე ნანეიშვილის მიერ. კერძოდ: შორენა გოგოლი სკოლის ბუღალტერია, ის „ ოცნების“ აქტივისტია და გათვალისწინებულია კომისიის მდივნად. თეა ეჯიბია, ნონა ახალაია და მედეა გოძილანძე სკოლის თანამშრომლებია. ირმა ჯანჯღავა ხობის კრიმინალური პოლიციის უფროსის კახა ლატარიას მეუღლეა, ის გათვალისწინებულია კომისიის თავმჯდომარედ. ნანა ხოფერია სენაკის საოლქო საარჩევნო კომისიის იურისტის რომან მამულიას მეუღლეა.
ანალოგიურად, N 11 სს კომისიის შემადგენლობა დაკომპლექტებულია „ოცნების“ შტაბის წევრის დავით ლოლუას მიერ. ის გათვალისწინებულია კომისიის თავმჯდომარედ. ნატო საჯაია, ნინო ფირცხალავა, თამარი თორდია , ნათია ჭითავა დავით ლოლუას მეზობლებია. ნათია ჭითავა არის საკრებულოს თანამშრომლის დავით ჭითავას და, რომელიც ემუქრებოდა დამოუკიდებელ კანდიდატ აპალონ გარუჩავას , რათა მოეხსნა კანდიდატურა „ ოცნების“ კანდიდატის სასარგებლოდ, რაც გახმაურდა ტელევიზიებით. ის გათვალისწინებული ჰყავთ კომისიის მდივნად.
ანალოგიურად, N 26 სს კომისია დაკომპლექტებულია ლეძაძამეს სკოლის დირექტორის გიორგი ხურცილავას მიერ, რომელიც მოიაზრება კომისიის თავმჯდომარედ. სულიკო ვახანია ლეძაძამეს სკოლის ბუღალტერი და სკოლის დირექტორის ნათესავია. მადლენა დიხამინჯია -სკოლის სასწავლო ნაწილის გამგე და ლეძაძამეში „ ოცნების“ მთავარი კოორდინატორის გელა ნარსიას დეიდაშვილია. ლარისა გოგია და მარინე ჯიმშელეიშვილი სკოლის პედაგოგებია.
ასევე „ოცნების“ შტაბის აქტივისტის ვინორი წურწუმიას დაკომპლექტებულია N 41 სს კომისიის შემადგენლობა. კერძოდ, შადიმან წურწუმია ვინორი წურწუმიას ბიძაშვილია, ლალი სამინავა ვინორი წურწუმიას დისშვილია, ირმა კოღუა ვინორი წურწუმიას რძალია. ხათუნა გვარამია-წურწუმია და მარინე გვარამია ვინორი წურწუმიას მეზობლებია.
N 29 სს კომისიაში წევრად არჩეულია ნოსირის თემში „ოცნების“ მთვარი კოორდინატორის იურა ქორიძის მეუღლე მზია იოსავა, ხოლო N 34 სს კომისიაში – მანანა მამულია, სენაკის საოლქო საარჩევნო კომისიის იურისტის რომან მამულიას ძმის ცოლი.
N 2 წმინდა ნინოს სს კომისიაში წევრად აირჩა გამგეობის აიპ-ის თანამშრომელი ზურაბი მურღულია, რომელიც „ოცნების“ კოორდინატორია და მოიაზრება სს კომისიის მდივნად, ხოლო მისი ძმა ზაზა მურღულია“ ოცნების“ შტაბის აქტიური წევრია.
N 29 ნოსირის სს კომისიაში წევრად აირჩიეს სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფრაქციის წევრის , ბურჯანაძის პარტიის სენაკის ორგანიზაციის თავმჯდომარის კობა კილასონიას ძმა – კონსტანტინე კილასონია.
N 34 ზემო ფოცხოს სს კომისიაში არჩეულ იქნენ სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრის, სამანდატო კომისიის თავმჯდომარის გენადი ხუხუნის უახლოესი ნათესავი დალი პერტაია – გოგია და სკოლის პედაგოგი ლელა ტყებუჩავა, რომელიც მოიაზრება კომისიის თავმჯდომარედ.
N 63.63.05 სს კომისიაში არჩეულ იქნა სოფიო კოკაია , რომელიც აბაშის გამგეობის აიპ – ის თანამშრომელია. ზაზა კოკაია აბაშის მუნიციპალიტეტის გამგეობის აპარატის თანამშრომლის მამაა, ხოლო ნუგზარ მიმინოშვილი მოიაზრება კომისიის თავმჯდომარედ.
N 63.63.09 სს კომისიაში აირჩა რამინი ჯალაღონია, რომელიც ნაგვაზაოს სკოლის დირექტორია და მოიაზრება კომისიის თავმჯდომარედ, ხოლო თამილა თორდია აბაშის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თანამშრომლის მეუღლეა.
N 63.63.22 სს კომისიაში აირჩიეს სოსო თოფურია , პოლიციის და გამგეობის თანამშრომლების მამა, რომელიც მუშაობს გამგეობის აიპ-ში.
აღსანიშნავია, რომ კონკურსში მონაწილე „ოცნების“ კანდიდატებს წინასწარ ჩაუტარდათ პარტიული ტრენინგები.
როგორც ზემოთ აღნიშნულიდან ნათლად ჩანს , „ოცნების“ მიერ სს კომისიებში არჩეულ იქნენ საარჩევნო გამოცდილების არმქონე კანდიდატები, მაშინ როდესაც საოლქო საარჩევნო კომისიაში განცხადებები შეტანილი ჰქონდათ და რეგისტრირებული იყვნენ საარჩევნო გამოცდილების მქონე სერტიფიცირებული კანდიდატები ნინო მაქაცარია, ჯილდა ხუნჯუა, დარეჯან ზარქუა, ზინაიდა ქაქუთია და სხვები.
საგულისხმოა ის გარემოება, რომ სენაკის N 64 საოლქო საარჩევნო კომისიის 2016 წლის 22 აგვისტოს სხდომაზე სიტყვის უფლება არ მისცეს არასამთავრობო ორგანიზაციების დამკვირვებლებს და იყო მცდელობა იქ მყოფი ჟურნალისტებისათვის თავიანთი პროფესიული მოვალეობის შესრულებაში ხელის შეშლისა.
გარდა ამისა, არასამთავრობო ორგანიზაციების განცხადებით, #64 სენაკის საოლქო საარჩევნო კომისიაში მოხდა აშკარა გაყალბება, რაც გამოიხატა შემდეგში: N25 თეკლათის კომისიაში არჩეული კონკურსანტი ია ვახანია რამოდენიმე თვეა იმყოფება საზღვარგარეთ, კონკრეტულად თურქეთის რესპუბლიკაში. აღნიშნული კონკურსანტის ნაცვლად საოლქო საარჩევნო კომისიაში განაცხადი შეავსო სხვა პიროვნებამ და აქედან გამომდინარე ყველა მონაცემი, რაც განაცხადშია შესული, გაყალბებულია-აცხადებს პარტია “ალასანია თავისუფალი დემოკრატების” მაჟორიტარობის კანდიდატი სენაკში ხვიჩა ჟიშკარიანი

banner
წინა სტატიაშიჩხოროწყუს საკრებულოს „ოცნების“ ფრაქცია თავჯდომარემ დატოვა
შემდეგი სტატია(video) სირიაში აჯანყებულებმა რუსული ვერტმფრენი ჩამოაგდეს