ყველაზე მძლავრი მიწისძვრის დრო და ადგილი დასახელდა

ფრანგი და ჩილელი სეისმოლოგები, მომავალი ათწლეულის განმავლობაში ქალაქ სანტიაგოში (ჩილე), დედამიწაზე მოსალოდნელ ყველაზე მძლავრ მიწისძვრას პროგნოზირებენ. მიწისქვეშა ბიძგების მაგნიტუდის სიმძლავრე 8,3 ქულით შეფასდა. შესაბამის კვლევას ჟურნალ Earth and Planetary Science Letters-ში აქვეყნებენ.

მენიერების აზრით, სამხრეთ ამერიკაში მიწისძვრის მიზეზი ლოთოსფერული ფილა ნასკას ჩაძირვა გახდება. ნასკა წელიწადში 8 სანტიმეტრით დაბლა იწევს. სანტიაგოს რეგიონში კი ლითოსფეროს ფირფიტების ხახუნის გამო, ეს პროცესი შეფერხებებით მიმდინარეობს – ის თითქმის 4,5 მეტრით ჩამორჩება.

მიწისძვრის ეპიცენტრი ქალაქი ვალპარაისო გახდება, რომელიც ჩილეს დედაქალაქისგან 100 კილომეტრში მდებარეობს. სეისმოლოგების თქმით, წლებთან ერთად, მიწისძვრის საშიშროება მატულობს.

კვლევის ავტორები აღნიშნავენ, რომ კაცობრიობის ისტორიაში ყველაზე მძლავრი მიწისძვრა მანამდე, ასევე ჩილეში 1960 წელს მოხდა. მისი მაგნიტუდის სიმძლავდე 9,5 იყო.

banner
წინა სტატიაშიგვარამიას იმ 23-მა ეპითეტმა უფრო დიდი დარტყმა მიაყენა სასამართლოს იმიჯს, თუ იუსტიციის საბჭოს იმ ერთმა ვიდეოჩანაწერმა? – ნინო ჯანგირაშვილის კითხვა ქუცნაშვილს
შემდეგი სტატიაჯანელიძე: ყველა, ვინც უვიზო მიმოსვლით ისარგებლა, სამშობლოში უნდა დაბრუნდეს