ყველას ვუსურვებ, რომ ამ რწმენაში გავერთიანებულიყავით ჩვენი ერის საკეთილდღეოდ

საქართველოს ვუსურვებ გაერთიანებას, ვუსურვებ უფრო მეტ სიყვარულს – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა სამების საკათედრო ტაძარში საშობაო ლიტურგიის დასრულების შემდეგ განაცხადა. მან მორწმუნეებს შობის დღესასწაული მიულოცა.

პატრიარქმა, თავის ეპისტოლეში ისაუბრა ქრისტიანობის და რწმენის მნიშვნელობაზე. იგი ბრძანებს, რომ, როგორც ხისგან მოწყვეტილი ნაყოფი ხდება უსულო და ხმება, ასევე, ეკლესიისგან მოწყვეტილი ადამიანის ბედიც ანალოგიურია. ყველას ვუსურვებ, აი ამ რწმენაში გავერთიანებულიყავით ჩვენი ერის საკეთილდღეოდ.

მინდა, ჩვენს პატრიარქს მივულოცო აღსაყდრებიდან მე-40 შობა და დაბადებიდან 85 წელი, რომელიც ორიოდე დღის წინ შეუსრულდა.

წელს ძალიან მნიშვნელოვანი წელია, დიდი იუბილეები გვაქვს – ჩვენ ვზეიმობთ ჩვენი ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენისა და პირველი რესპუბლიკის გამოცხადებიდან 100 წლისთავს. ასე, რომ ბევრი კარგი თარიღია.

მინდა, მთელს საქართველოს ვუსურვო ბედნიერება, ოჯახებს – კეთილდღეობა, სიმშვიდე და ამ სიმშვიდეში – საქართველოს წინსვლა. ყველას გილოცავთ!-აცხადებს პრემიერი.

banner
წინა სტატიაშიდღესასწაულს კიდევ ერთხელ ვულოცავ ქართველებს, აფხაზებს, ოსებს-ვლოცავ პატიმრობაში მყოფთ, სნეულთ და გაჭირვებულთ
შემდეგი სტატიამარიამ ხაჭვანი ვარკეთილის პოლიციის მე-8 განყოფილების თანამშრომლების წინააღმდეგ