“ყველას ვალია, განსაკუთრებით კი პოლიტიკოსების, მოვუფრთხილდეთ ამ უმნიშვნელოვანეს ადამიანს”- პრეზიდენტი პატრიარქზე

12316631_513173138850964_8389809330024054932_n 12345419_513173085517636_1289800593304590931_n

საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა, დღეს, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე მოინახულა. ამის შესახებ ინფორმაციას პრეზიდენტის ადმინისტრაციის პრესსამსახური ავრცელებს.
“მქონდა შესაძლებლობა, კიდევ ერთხელ გამომეხატა სიყვარული და პატივისცემა ჩვენი პატრიარქის მიმართ. კიდევ ერთხელ მინდა ვთქვა, რომ ყველას ვალია, განსაკუთრებით კი პოლიტიკოსების, რომ მოვუფრთხილდეთ ამ უმნიშვნელოვანეს ადამიანს ჩვენი ქვეყნისთვის”, – განაცხადა პატრიარქთან შეხვედრის დასრულების შემდეგ საქართველოს პრეზიდენტმა.

banner
წინა სტატიაშითეა წულუკიანი ლევან მურუსიძეს საკუთარი პოზიციის გადახედვას ურჩევს
შემდეგი სტატიაირაკლი ალასანიას განცხადებით, ივანიშვილის პოლიტიკაში შესაძლო დაბრუნების საკითხი მისთვის უინტერესოა