“ყველას მოვუწოდებ, გამოძიების დასრულებამდე თავის შეიკავობ ვინმეს დადანაშაულებისგან”

კრიზისების მართვის საბჭოს მდივნის მინდია ჯანელიძის განცხადებით, მისი თავდაცვის მინისტრობის პერიოდში აფრიკაში, სამხედროების მიერ, შესაძლო სექსუალურ დანაშაულზე, მას ინფორმაცია არ ჰქონია.

ჯანელიძის თქმით, მნიშვნელოვანია, რომ გამოძიება დასრულდეს და რეალური შედეგი დაიდოს.

“ძალიან სამწუხაროა ის, რაც მოხდა. თავდაცვის სამინისტროს ხელმძღვანელობამ სწორი რეაგირება მოახდინა. ჩემთვის ნამდვილად არ იყო მსგავსი ფაქტების შესახებ ცნობილი. ყველას მოვუწოდებ, მანამ სანამ გამოძიება დასასრულამდე არ არის მისული, ნურავისკენ ხელს ნუ გავიშვერთ”, – აღნიშნა ჯანელიძემ

შეგახსენებთ, რომ გაეროს ადამიანის უფლებათა დაცვის უმაღლესმა კომისარმა გამოქვეყნა ანგარიში, სადაც სამხრეთ აფრიკაში სამხედრო მისიაში მონაწილე ჯარისკაცები ადგილობრივ გოგონებზე სექსუალურ ძალადობაში არიან დადანაშაულებული. მათ შორის საუბარია ქართველ სამხედროებზეც.

banner
წინა სტატიაში“უშიშროებისა და კრიზისების მართვის საბჭოების გაერთიანების საკითხის განხილვა ამოწურულია”
შემდეგი სტატია“გავაკეთებთ ყველაფერს, რომ არ დავუშვათ “მაესტროს” გადაქცევა “იმედის” ფილიალად” – მაკა ასათიანის ადვოკატი