ყველას დედმამიშვილს აქვს უფლება, ჰქონდეს რაიმე ქონება

ვახტანგ გომელაური მისი მოადგილის, იოსებ გოგაშვილის შესახებ მედიაში გავრცელებული ინფორმაციების თაობაზე დასმულ კითხვას პასუხობს და აცხადებს, რომ ყველა კითხვას პასუხს გოგაშვილის მიერ შევსებული დეკლარცია გასცემს -,,თუმცა მე გირჩევდით, ნახოთ ელემენტარულად მისი შევსებული დეკლარცია და იქ ყველა კითხვაზე პასუხი გაცემული იქნება. შეგიძლიათ ახლავე შეხვიდეთ და ნახოთ დეკლარაცია”, – აღნიშნა გომელაურმა.მისივე თქმით, როგორც ცნობილია, ამაზე მიმართეს პროკურატურას და დაიწყეს მოკვლევა, ხოლო თუ რამე აღმოჩნდება, პროკურატურა განცხადებას გააკეთებს.

რაც შეეხება კორუფციის ბრალდებას და ქონების მეუღლის დებზე გაფორმებას, გომელაურმა აღნიშნა, რომ ყველას დედმამიშვილს აქვს უფლება, ჰქონდეს რაიმე ქონება – „გახსენით დეკლარაცია, საუბარია ამ შემთხვევაში ბინაზე, სადაც ცხოვრობს და იქ ნახავთ, საიდან შეიძინა ეს სახლი“, – განაცხადა გომელაურმა

banner
წინა სტატიაშიილია II საერთაშორისო ფონდის მმართველი საბჭოს გაფართოებული სხდომა
შემდეგი სტატიასოხუმმა იტალიელი მერი შეცდომაში შეიყვანა