ყველაფერი პროკურატურის მხრიდან ცირკს დაემსგავსა

,,მოძრაობა თავისუფლებისთვის-ევროპული საქართველოს’’ წევრი გიორგი ტუღუში საპატრიარქოს მოვლენებთან დაკავშირებით კომენტარს აკეთებს
,,ძალიან სამწუხაროა, რომ გამოძიების და პროკურატურის გარდა უკვე არაერთი ვერსია არსებობს, რომლებზეც საუბრობენ სხვადასხვა პირები. მათშორის ხდება სპეკულაცია სხვადასხვა ფაქტებით. მიზეზი, რის გამოც ჩვენ მოვითხოვეთ მთავარი პროკურორის თანამდებობიდან მოხსნა სწორედ ეს პროცესებია, რაც ამ საქმის გარშემოგანვითარდა. სამწუხაროა, რომ ეს ყველაფერი პროკურატურის მხრიდან ცირკს დაემსგავსა და არანაირი რეალური პასუხი არ აქვს საზოგადოებას იმაზე, თუ რა ხდება. მიმდინარეობს როგორც ამბობენ საქმეში არსებული მტკიცებულებების სხვადასხვა სახით ჩვენება. მათშორის საპატრიარქოში ჩანაწერებს, რომლებიც როგორც ამბობენ, აჩვენებენ როგორც სასულიერო პირებს, ასევე საპატრიარქოს შენობაში მყოფ სხვა ადამიანებს. მიმდინარეობს საუბარი ასევე ამ ჩანაწერების შინაარსზე. ეს უკვე ყოველგვარ ზღვარს სცდება. ეს არის ქმედებები, რომლებიც კრიტიკას ვერ უძლებს, არანაირ სამართლებრივ ჩარჩოში არ ჯდება და სწორედ ეს არის მიზეზი, რის გამოც უნდა პროკურატურამ და მისმა ხელმძღვანელობამ აგოს პასუხი, რომ საზოგადოება შეიყვანა შეცდომაში და ამ ცირკს ბოლო კვირებიააყურებინებს,’’- აცხადებს გიორგი ტუღუში.

banner
წინა სტატიაში“ინფორმაცია, რომელიც მოდის სხვადასხვა წყაროებიდან არის ძალიან საგანგაშო” – კაპანაძე ე.წ აფხაზეთის რკინიგზასთან დაკავშირებით
შემდეგი სტატიადაველოდებით საქართველოს პრეზიდენტს