„ყველამ თავის ბებიას მიხედოს“ – მოხუცი ქალის თქმით, შვილიშვილები ეხუმრებოდნენ

მოხუცი ქალბატონი, რომელიც სოციალურ ქსელში გავრცელებულ ვიდეოში ფიგურირებს, აცხადებს, რომ შვილიშვილები ეხუმრებოდნენ.

მისივე თქმით, ხუმრობის შესახებ საკუთარ ჩვენებაც დაწერა და სინამდვილეში, პნევმატურ იარაღში ტყვიები არ ყოფილა.

„დავწერე ყველაფერი. მეხუმრებოდნენ ბავშვები. მეც ვეხუმრებოდი. იღებდნენ თან ამას, მეტი არაფერი ყოფილა“, – აცხადებს ლილი ქუთათელაძე.

ბებიის ვერსიას მისი შვილიშვილი ნონა ქუთათელაძეც იზიარებს და აცხადებს, რომ ხუმრობის გამო არავინ უნდა დაისაჯოს.

„ამ საქმეს ასე არ დავტოვებ. გამოვიძიებ ვინ და როგორ ატვირთა ვიდეო, რა და როგორ იყო. ყველამ თავის ბებიას მიხედოს, მე ჩემ ბებიას კარგად ვუვლი“, – განაცხადა ქუთათელაძემ.

სოციალურ ქსელებში გავრცელებული ვიდეოს შემდეგ, სადაც შვილიშვილები ბებიას პნევმატური იარაღიდან ესვრიან, შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 125-ე მუხლით დაიწყო, რაც ცემას გულისხმობს.

ინტერნეტში ვიდეო რამდენიმე დღის წინ გავრცელდა. მასში ასახულია, თუ როგორ ესვრიან ახალგაზრდები მოხუც ქალს პნევმატური იარაღიდან და აწვალებენ. ვიდეოში მონაწილე ახალგაზრდები ამავე ქალბატონის შვილიშვილები არიან.

banner
წინა სტატიაშიმიხეილ ბენიძე: მთლიანობაში, არჩევნების დღე შედარებით მშვიდ გარემოში და ორგანიზებულად მიმდინარეობდა
შემდეგი სტატიაგიორგი კანდელაკი: რეალური ლეგიტიმაციის მხრივ, ქართული ოცნება უფრო სუსტია, ვიდრე 2012 წელს