ყველა სამართლებრივ ფორმას გამოვიყენებთ, რომ “მოსმენების კანონმა” არ იხილოს დღის სინათლე

პარლამენტი დღეს, რიგგარეშე სესიაზე, ,,ფარულ მოსმენა-მიყურადებასთან“ დაკავშირებით კანონპროექტს მესამე მოსმენით განიხილავს. “ენმ”-ს წევრი, დეპუტატი რომან გოცირიძე აცხადებს, რომ კანონპროექტი ანტიკონსტიტუციურია და დიდი ალბათობით, საკონსტიტუციო სასამართლო კვლავ უკან დააბრუნებს.

„ე.წ.მოსმენების კანონი ჯიუტად გაიტანა ხელისუფლებამ, დღეს მესამე მოსმენით გადის კანონპროექტი და ფაქტობრივად არც არაფერი შეიცვლება. ეს არის ანტიკონსტიტუციური კანონი და დიდი ალბათობით, საკონსტიტუციო სასამართლო კვლავ დააბრუნებს ამ კანონს უკან. გამოვიყენებთ ყველა გზას, რომ ეს კანონი არ შევიდეს ძალაში. გავასაჩივრებთ, მივმართავთ სახალხო დამცველს, მივმართავთ პრეზიდენტს. ყველა სამართლებრივ ფორმას გამოვიყენებთ, მათ შორის ოცდაათი დეპუტატის ხელმოწერას შევაგროვებთ, რომ კვლავ გასაჩივრდეს საკონსტიტუციო სასამართლოში და ამ კანონმა არ იხილოს დღის სინათლე“, -განაცხადა რომან გოცირიძემ.

banner
წინა სტატიაშისაკოორდინაციო საბჭო უზენაეს სასამართლოსთან “რუსთავი 2”-ის მხარდამჭერ აქციებს იწყებს
შემდეგი სტატიასიახლე საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში