“ყველა სახელისუფლებო კანდიდატმა დაწერა ის ქულა, რაც მასთან იყო შეთანხმებული”

news
: news მარტი 1, 2016 22:23

“ყველა სახელისუფლებო კანდიდატმა დაწერა ის ქულა, რაც მასთან იყო შეთანხმებული”

მნიშვნელოვანი

  • შეგახსენებთ, რომ იუსტიციის სასწავლო ცენტრში ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მოსამართლეობის მსურველთა შერჩევის მიზნით გასაუბრებები გაიმართა, რომლის შედეგად სამთავრობო კომისიამ, ქულათა ჯამით, ხუთი კანდიდატი შეარჩია: ალექსანდრე ბარამიძე, ნანა მჭედლიძე, გიორგი ბადაშვილი, ანა დოლიძე და ევა გოცირიძე. მათ შორის გიორგი პაპუშვილი ვერ მოხვდა, რადგანაც მას დაბალი ქულები მიანიჭეს.

სხვა სტატიები

საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე გიორგი პაპუაშვილი იუსტიციის სამინისტროს პასუხს “ღია მასკარადს” უწოდებს და მასსა და თეა წულუკიანს შორის შემდგარი საუბრის დეტალებს იხსენებს.

გიორგი პაპუაშვილის განცხადებით, ყველა სახელისუფლებო კანდიდატმა დაწერა ის ქულა, რაც მასთან იყო შეთანხმებული.

„ყველა სახელისუფლებო კანდიდატმა დაწერა ის ქულა, რაც მასთან იყო შეთანხმებული. ეს იყო ღია მასკარადი. ერთ-ერთ შეხვედრის დროს, ქალბატონმა მინისტრმა ბრძანა, რომ ვენეციის კომისიის გაგრძელების საკითხს ის წყვეტს მთავრობიდან და, რადგანაც მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების დრო ახლოვდებოდა, თუ მთავრობასთან მჭიდროდ ვითანამშრომლებდი, ეს პრობლემა უცებ მოგვარდებოდა. მე ძალიან გაკვირვებული დავრჩი. მან შესაბამისი პასუხი მიიღო. ნორმალურ ქვეყანაში ან შეიქმნებოდა საპარლამენტო კომისია, ან პროკურატურა მაშინვე დაინტერესდებოდა, მაგრამ ჩვენ რამდენჯერაც მივმართეთ სამართალდამცავ ორგანოებს, როცა პირდაპირ ზეწოლა იყო, პასუხი არ მიგვიღია. მაგრამ ჩვენ მაინც დავიცავთ ჩვენს თავს,“ – აცხადებს გიორგი პაპუაშვილი.

შეგახსენებთ, რომ იუსტიციის სასწავლო ცენტრში ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მოსამართლეობის მსურველთა შერჩევის მიზნით გასაუბრებები გაიმართა, რომლის შედეგად სამთავრობო კომისიამ, ქულათა ჯამით, ხუთი კანდიდატი შეარჩია: ალექსანდრე ბარამიძე, ნანა მჭედლიძე, გიორგი ბადაშვილი, ანა დოლიძე და ევა გოცირიძე. მათ შორის გიორგი პაპუშვილი ვერ მოხვდა, რადგანაც მას დაბალი ქულები მიანიჭეს.

news
: news მარტი 1, 2016 22:23

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


22,560
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics