“ყველა საერთაშორისო დამკვირვებელმა განაცხადა, რომ არჩევნები იყო გამჭვირვალე და მშვიდობიანი”

საქართველოში გამართული სააპრლამენტო არჩევნები შეაფასეს ამერიკული ორგანიზაციის The Heritage Foundation-ის ექსპერტებმა.

ორგანიზაციის ოფისში საქართველოს საკითხზე ერთსაათიანი დისკუსია გაიმართა.

როგორც დისკუსიაზე არიელ კოენმა აღნიშნა, ყველა საერთაშორისო დამკვირვებელმა, მათ შორის საერთაშორისო რესპუბლიკურმა ინსტიტუტმა (IRI), ეუთო-მ, განაცხადა, რომ საერთო ჯამში არჩევნები იყო გამჭვირვალე და მშვიდობიანი.

“8 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნები იყო ძალიან კონკურენტული. ყველა საერთაშორისო დამკვირვებელმა, მათ შორის საერთაშორისო რესპუბლიკურმა ინსტიტუტმა (IRI), ეუთო-მ, განაცხადა, რომ საერთო ჯამში არჩევნები იყო გამჭვირვალე და მშვიდობიანი. როგორც ბევრი არჩევნების დროს, მათ შორის ჩვენთან დაგეგმილ არჩევნებზე, შესაძლოა, მოხდეს შეფერხება, წარმოიქმნას პრობლემები, თუმცა მნიშვნელოვანია, რომ ეს არჩვნები საერთო ჯამში იყოს დემოკრატიული და გამჭვირვალე”, -განაცხადა ატლანტიკური საბჭოს უფროსმა მკვლევარმა არიელ კოენმა.

როგორც არიელ კოენმა აღნიშნა, “ქართულმა ოცნებამ” მამრთველობის პირველი ოთხი წლის განმავლობაში ცვლილებები და რეფორმები განხორციელა საზოგადოებრივი ცხოვრების ბევრ სფეროში.

“კოალიციამ არა მხოლოდ გააგრძელა ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მიერ ინიციირებული რეფორმების გზა, არამედ წარმატებული ბრძოლა გააჩაღა კორუფციის წინააღმდეგ, განახორციელა ინიციატივები ჯანდაცვის, განათლების, საგადასახადო და მართლმსაჯულების სფეროში”, – განაცხადა კოენმა.

banner
წინა სტატიაშიშსს ჯიხაშკარის ინციდენტთან დაკავშირებით ოფიციალურ განცხადებას ავრცელებს
შემდეგი სტატიაპაატა ბურჭულაძის პარტიის წევრი ამბობს, რომ მარნეულში არეულობები “ნაციონალური მოძრაობის” წევრებმა დაიწყეს